Friday, December 14, 2012

ხელოვნებაა თვით უკვდავება!!!


  გაუდი 1852 წლის 25 ივნისს დაიბადა რეუსშო არქიტექტურას ბარსელონაში დაეუფლა და აქვეა თავმოყრილი მის ნამუშევართა უმრავლესობაც. გაუდის თავისი შედევრები ესპანეთის გარდა არსად აუგია ძირითადად მშობლიურ კატალონიასა და ბარსელონას ალამაზებდა. მარტოსული,მწუხარე,ჩუმი დიდოსტატის ცხოვრება იდუმალებით იყო მოცული მისეულ ქმნილებებსაც ლეგენდებისა და მითების ნისლი ებურა. მის ქმნილებებში აისახება ის რისი ერთგულიც დარჩა ბოლომდე ესაა ბუნების სიყვარული.   არქიტექტორ გაუდის კარიერა სკანდალით დაიწყო - 26 წლის დებიუტანტმა ბარსელონას მუნიციპალურ ხელისუფლებას უჩვეულოდ მაღალი ჰონორარი მოსთხოვა.არანაკლებ უჩვეულო სანახავი იყო მარმარილოს ფუნდამენტზე წამოჭიმული მონუმენტური ლამპიონები,რომელიც ფრთაგამოსხმულ მუზარადიან მებრძოლებს გავდა. მუნიციპალიტეტის პირველი შეკვეთა უკანასკნელი აღმოჩნდა. ქალაქის მთავრობამ ოსტატის ხელობა ერთადერთხელ დააფასა : ტექსტილის მაგნატის-კალვეტის საცხოვრებელი სახლის არაჩვეულებრივი პროექტისათვის.ავტორი ამ სამუშაოს შესრულებიდან 20 წლის შემდეგ დააჯილდოვეს.  „საგრადა ფამილია“ – „წმინდა ოჯახისსახელობის ტაძარს,რომლის დასრულებაც ოსტატმა ვერ მოასწრო მშენებლებმა დღემდე ვერაფერი გაუგეს

ანტონიოს სიტყვები - „ჩემი შენობა რებუსია,მისი ამოხსნა-სახიფათოახდა. მას ბუნებაში არსებულ საუკეთესო ინტერიერად ცა და ზღვა მიაჩნდა,ქანდაკების საუკეთესო ფორმებად- ხე და ღრუბელი.გაუდისეული იდუმალი არქიტექტურული პარაბოლებისა და ჰიპერბოლების მათემატიკურ ფორმულებს მეცნიერებმა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მხოლოდ ნაწილობრივ მიაგნეს.... გაუდი 50 წლისაა.იგი მარტოა და რელიგიურ განწყობაზეა.ბარსელონას ცენტრიდანგუელის პარკშიგადაბარგდა-ამაოებიდან სიშორე არჩია.ოსტატს პატივს ცემენ და ამავე დროს მისი ეშინიათ.იგი მკაცრი,ექსცენტრული და სიტყვაძუნწია.ძველი კოპწიაობის კვალიც აღარ შერჩა.ყველა მარხვას იცავს,ბოსტნეულით,ზეითუნის ზეთით,თხილით და თაფლით იკვებება.მიუსაფარი გლახაკივით გამოიყურება.მოწაფეები პურის ნაჭერს ძალით თუ შეაჩეჩებენ . 1926 წლის 7 ივნისს, 5 საათსა და 10 წუთზე ანტონიომ „წმინდა ოჯახი“ დატოვა და მოძღვართან აღსარების სათქმელად გაემართა.იმ დღეს ბარსელონაში ტრამვაის ხაზი ამოქმედდა.ხასხასა წითელი ფერის ვაგონებმა ქალაქი დასერა.ცენტრალურ ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. მოხუცი მათხოვარი ტრამვაის ბორბლებს ქვეშ მოხვდა. დაშავებულს დოკუმენტები არ აღმოაჩნდა,ჯიბეში სახარება და თხილი უპოვეს... ეს გაუდი იყო მაგრამ ვერავინ ცნობდა. ის თავის საყვარელ ტაძარში, „წმინდა ოჯახში“ დაკრძალეს. წყარო

No comments:

Post a Comment