Friday, December 14, 2012

გაუდი და მისი ქმნილებები

1883-1900 წლების ამ პერიოდში მოხდა გაუდისთვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: ის იწყებს მუშაობას ტაძრის ასაშენებლად და ის ეცნობა გუელს, მდიდარ მეწარმეს, რომელიც იყო შემფასებელი ხელოვნების და ამავე დროს დამფინანსებელიც. ის ეხმარებოდა გაუდის როგორც ფინანსურად, ასევე სულიერადაც.1900-1917 წლებში გაუდის ორიგინალურმა სტილმა პიკს მიაღწია.

 დაიწყო პროექტები როგორიც იყო მაგალითად გუელის პარკი, რომელიც გამოირჩეოდა არაბუნებრივი სილამაზით რაც განაპირობა არქიტექტორის ფანტაზიის უნარმა და ბუნების სილამაზემ. გაუდიმ აიხდინა ოცნება მან დააკავშირა ბუნება და სემოქმედება მაგრამ 1914 წელს გუელის პარკის მშენებლობა შეწყდა რადგან დარდაიცვალა გუელი, ხოლო 1922 წელს პარკი დაისაკუთრა ქალაქის მერიამ. ამავე დროს არის შექმნილი ყველაზე ცნობილი სახლები როგორიცაა: "კასა მილა" " კასა ბალტო" ეს უკანასკნელი არის ლირიკული შემოქმედება,რომელშიც ვირტუოზულად არის გამოყენებული ფერთა ჰარმონია და მასალების ნაირსხვაობა 1904-1913 წლებში გაუდი იღებდა მონაწილეობას ესპანური ტაძრის „პალმა დე მაიორკას“ რესტავრაციაში. 1918-1926 წლებში ამთავრებს „საგრადა ფამილიას“ ფასადის კონსტრუქციას მისი პორტალები ეძღვნება სამ ქრისტიანულ თვისებას:რწმენას, იმედსა და სიყვარულს. „საგრადა ფამილიას“ ფასადი გაფორმებულია იესოსა და მარიამ ღვმთისმშობლის ცხოვრების სურათებით. მისი ცხოვრება დასრულდა ტრაგიკულად, ის მოჰყვა ტრამვაის ქვეშ და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ის დასაფლავებულია თავისივე შექმნილ „საგრადა ფამილიაში“. გაუდის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან შეძლო არქიტექტურილ სამყაროში ბუნების სილამაზისა და ორიგინალურობის გადოცემა.  წყარო

No comments:

Post a Comment